Digest Logo

🎥 „ძალიან სახიფათო ღამე იყო, გეგმაში იყო ჩვენი ჩახოცვა, უნივერსიტეტის კარი ჩაკეტილი იყო...“ - თინათინ მღვდლიაშვილი 9 აპრილს იხსენებს

1775716344
თინათინ მღვდლიაშვილი

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ დღეს, 1989 წელს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

ხოლო ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

გადაცემამ „პრაიმ შოუ“ ეთერი სწორედ ამ თემას დაუთმო და სტუმრად მხატვარი, პოეტი, ზვიად გამსახურდიას და გალაკტიონის პრემიის ლაურეატი თინათინ მღვდლიაშვილი  მიიწვია, რომელმაც მოვლენები ქრონოლოგიურად გაიხსენა: 

„მთელი საქართველო და მთელი ახალგაზრდობა იყო ჩართული ამ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

ძალიან სახიფათო ღამე იყო, გეგმაში იყო ჩვენი ჩახოცვა, უნივერსიტეტის კარი ჩაკეტილი იყო...“, - იხსენებს თინათინ მღვდლიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შეგიძლია გააძლიერო ფულის ნაკადი: დაიხატე ხელზე ცხრიანის სიმბოლო და დააყენე განზრახვა სიმრავლისთვის“ - თაკო მელიქიშვილი

დღეს ვნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათია

„⭕ხელსაყრელია პაემანი, ვალის დაბრუნების მოთხოვნა, ჯილდოს, აღიარების მიღება, დასვენება“ - 9 აპრილის პროგნოზი ფენშუის მიხედვით