ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც დღის ენერგიებზე საუბრობს:
„9 აპრილი ფულისა და ინტუიციის დღე ენერგიები: 9 • 5 • 5.
დღე ძლიერია, გაფართოებაზეა, ფულზე, რისკზე და შინაგან შეგრძნებებზე.
💰 ფინანსური ცხრიანი. დღეს შეგიძლია გააძლიერო ფულის ნაკადი: დაიხატე ხელზე ცხრიანის სიმბოლო და დააყენე განზრახვა სიმრავლისთვის.
💥 ინტუიცია დღეს შენი მთავარი გზამკვლევია. მოუსმინე საკუთარ თავს, შეგრძნებებს, შინაგან ხმას. ორი ხუთიანი მასშტაბს გაძლევს. შეიძლება გამოჩნდეს შანსები, შეთავაზებები, შესაძლებლობები.
განსაკუთრებით ის, რაც:
• გაშინებს
• გაურკვეველია
• აქამდე არასდროს გაგიკეთებია და მნიშვნელოვანია არ დაიხიო უკან, არამედ გაბედო, მაგრამ არა ბრმად:
ნაბიჯებად გაწერე, გაიაზრე როგორ მიიყვან შედეგამდე და იმოქმედე. გადაწყვეტილებები დღეს სჯობს მიიღო. დღე გაძლევს ძლიერ ბიძგს.
🔖 თუ ემოციები ან გაღიზიანება მოგაწვა გადაერთე მოძრაობაზე ან სწავლაზე. გასეირნება წიგნი ახალი ცოდნა ეს დაგაბალანსებს და ნაკადსაც გააძლიერებს.
📝 ჩაიწერე მიზნები და სურვილები. თუნდაც ერთი თვით რეალიზების ალბათობა ძალიან მაღალია. დღის ფორმულა: ინტუიცია + გამბედაობა + მოქმედება = მასშტაბი და ფული ❤️ დღეს მთავარი არ არის შიში მთავარია წახვიდე იქ, სადაც ზრდაა“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: