Digest Logo

„ძალიან „ტრენდულია“ ყავისფერი, თუმცა წინ წამოიწევს...“ - დალი ჩიტალაძე გვირჩევს, რა ფერის სამოსი უნდა გვეცვას ახალი წლის ღამეს

1764229544
დალი ჩიტალაძე

მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე ბევრ რამეში არღვევს სტანდარტებსა და დოგმებს. ის 62 წლისაა და ყოველდღე ორიენტირებულია განვითარებაზე, მუდმივად სიახლის ძიებაშია და ყოველდღე საკუთარ თავს ახალ მიზნებსა და ამოცანებს უსახავს.

როგორ იქმნება მისი გემოვნებიანი ჩაცმულობა და რას გვირჩევს მოდის ექსპერტი საახალწლო სამოსისთვის, ამის შესახებ „სარკის“ ახალ ნომერში საუბრობს:

„როცა ლამაზად ვიცვამ, ეს, პირველ რიგში, მე მსიამოვნებს, შემდეგ ჩემს მეგობრებს და გარემოცვას. ზოგს ეს არ ესმის და იმათ კომენტარებსაც აღარ ვკითხულობ ხოლმე, ვინც მოდის სიყვარულს, „ძონძების“ სიყვარულთან აიგივებს…

მაოცებს საკუთარი თავი, როგორ შემიძლია ხვალინდელი დღიდან ყველაფრის თავიდან დაწყება…

ტანსაცმლის ფორმებში დიდი არაფერი შეცვლილა, სტილი ძალიან ლიბერალურია. ამ სეზონზე ძალიან „ტრენდულია“ ყავისფერი, თუმცა ახალი წლისთვის წინ წამოიწევს წითელი, ფორთოხლისფერი, ყვითელი, ოქროსფერი. მომავალ წელს ყველა ნატურალური ფერი ტრენდულია. მთავარია, არ იყოს მყვირალა და არაბუნებრივი ფერის“, - ამბობს დალი ჩიტალაძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

📸 მარიამ შენგელია ახალ კადრებს აქვეყნებს - „კაშკაშებს ჩვენი ვარსკვლავი გოგო“

⭕„ახალი გეგმები გაასაიდუმლოვეთ“ - 27 ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

⭕„კარგია დღეს გათავისუფლდეთ ყველაფრისგან რაც ძველია“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

წყარო: sarkenews.ge