ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ძალოსანმა ირაკლი ვეკუამ (U20, +110 კგ) ატაცში დაძლეული 167 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აკვრაში 209 კილოგრამით ვერცხლის მედალი დაიმსახურა და ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 376 კილოგრამითაც.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
