Digest Logo

ძალოსანი მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია

1792330269
მარიამ მურღვლიანი

ალბანეთის ქალაქ დურესში 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა (86 კგ) ატაცში 112 კილოგრამი დაძლია, ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და ევროპის რეკორდიც დაამყარა. ვერცხლის მედალი მოიპოვა აკვრაში დაფიქსირებული 136 კილოგრამითაც და ასევე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ორჭიდში მოგროვებული 248 კილოგრამით.

✕