Digest Logo

ძლიერი ქარი, თოვლი და მაღალ მთაში ზვავსაშიშროება - გაფრთხილება ამინდის შესახებ

1773563476
ამინდი

დღეს, 15 მარტს, კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, დროგამოშვებით 25-28 მ/წმ-მდე გაძლიერებით. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან რაიონებში - თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თუ ლიმონი ძალიან მუქდება ან შავდება, ეს ნიშნავს, რომ გარემოში ბევრი ნეგატიური მუხტი იყო“ - რას წერს ეზოტერიკოსი

⭕„არასასიკეთოა მკურნალობის დაწყება ან ავადმყოფების მონახულება“ - 15 მარტის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕მზის რიტუალი, რომელიც კვირას უნდა ჩაატაროთ - „დადექით მზის შუქზე დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ...“