
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 6 დეკემბრიდან მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა.
„6 დეკემბერს დღის მეორე ნახევრიდან 7 დეკემბრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რომელი პროდუქტების მიღება არ არის სასურველი ორსულობის პერიოდში?
🔵ვინ არის ქართველი გოგო, რომელიც საერთაშორისო სილამაზის კონკურს „მის ინტერკონტინენტალში“ მონაწილეობს