რეალითი შოუს „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილემ გადაცემაში იმ ტრაგედიაზე ისაუბრა, რომლის შესახებაც ფართო საზოგადოებამ არაფერი იცოდა. როგორც გაირკვა, თამაზს ოჯახის რამდენიმე წევრი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაეცვალა.
„2001 წელს ძმა გარდამეცვალა ბიძაჩემთან ერთად, ავარია მოხდა, მანქანა აფეთქდა. შიგ ჩაიწვნენ.. ჩემმა ძმამ 18 დღე იცოცხლა, ბიძაჩემმა კი - 3. ერთი ძმა მყავს, 22 წლის. როგორც კი ომი დაიწყო, უკრაინაში, მესამე დღეს წავიდა თავის ძმაკაცებთან ერთად“, - თქვა თამაზმა.
თამაზის ძმა უკრაინაში იბრძვის და სულ რამდენიმე დღეა, რაც სამშობლოში დაბრუნდა.
„თავიდან ვერ გავუგე. ერთი შვილი გარდაცვლილია, შენც ომში მიდიხარ... მამაჩემმა გაუგო, ჯარში რომ არის ნამსახურევი... ვლოცულობდით, რომ ღმერთის წყალობით, კარგად ჩამოსულიყო. მამა ეუბნებოდა, თავს გაუფრთხილდი, ხომ იცი, მარტო არ ხარო.
თითქმის 1 წელი იქ იყო... ძმაკაცი მოუკლეს. აუ, ეგ რომ გავიგე... თავში დამარტყა, ამასაც რამე არ დაემართოს მეთქი. ძალიან დინჯია, გაწონასწორებული. დიდ წვერს ატარებს, თავი გადაპარსული აქვს, სხვანაირი ტიპია“, - ამბობს თაზო.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „კარგი დედიკო და შვილები“ - თამარ ივერმა ბავშვებთან ერთად პირდაპირ ეთერში ექსპრომტად იმღერა
🔵ორივეს მდგომარეობა მძიმეა, მამა კრიტიკულია - ექიმი მარნეულში დაჭრილ მამაზე და ბაბუაზე