Digest Logo

🎥 „ძროხები შევიძინეთ, თხილის პლანტაცია გავაშენეთ... ორ მეტრ თოვლში წავსულვარ“ - გაიცანით მსახიობი გულიადა სანოძე ხონიდან

1758223984
გულიადა სანოძე

გადაცემის „სხვა რაკურსი“ ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე გადამღებ ჯგუფთან ერთად იმერეთში, ხონში იმყოფებოდა. 

ტელეწამყვანმა ადგილიდან მსახიობი გულიადა სანოძე გაგვაცნო, რომელიც ქალაქიდან სოფელში გადავიდა საცხოვრებლად და მეუღლესთან ერთად დღემდე აგრძელებს მოღვაწეობას სოფლის მეურნეობის მიმართულებით: 

„ერთი ჩვეულებრივი ქალბატონი ვარ, რომელსაც ძალიან უყვარს სოფელი, შრომა, სცენა. 58 წელია სცენაზე ვარ. ქვეყანა რომ აირია რაიონში ვცხოვრობდით, ეს სახლი დაკეტილი იყო. წამოვედით, ძროხები შევიძინეთ, თხილის პლანტაცია გავაშენეთ. რაიონიდან 20 კილომეტრშია ჩემი სახლი, ყოფილა შემთხვევები, ორ მეტრ თოვლში წავსულვარ ფეხით.

მე და ჩემი მეუღლე ერთად ვსწავლობდით. ჩემმა მამამთილმა მიმიღო, გაუხარდა, მაგრამ მგონი დედამთილს არ გაუხარდა, რად მინდა მსახიობი ქალიო. ურთიერთობაზე არ გვეტყობოდა, ძალიან კარგი ქუთაისელი ქალი იყო. 9 შვილი გაზარდა“, - ამბობს გულიადა სანოძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მანუ მურღულია თბილისის ქუჩებში პოზირებს - მომღერლის ახალ კადრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

„დროა დაიწყო ისეთი ცხოვრებით ცხოვრება, როგორსაც წარმოიდგენდი“ - მარიამ მათიაშვილი ახალ ფოტოებს გვიზიარებს

🎥 „ძალიან კარგად გამოიყურებით, უხდებით ერთმანეთს“ - ნუცა ბუზალაძის და დარენ პრინსცის ახალი ფოტოები