Digest Logo

„ეკატერინე ხვედელიძის სახელით ყალბი ანგარიში შეიქმნა, საიდანაც მოქალაქეები იღებენ ფინანსური დახმარების პირობას“ - რა განცხადებას ავრცელებს „ქართული ოცნების“ პრესსამსახური

1739878032
ეკა ხვედელიძე და ბიშინა ივანიშვილი

სოციალურ ქსელ Facebook-ში გაურკვეველმა პირმა შექმნა ეკატერინე ხვედელიძის სახელით ყალბი ანგარიში. აღნიშნული ანგარიშიდან მოქალაქეები იღებენ პირად შეტყობინებას, მათ შორის ფინანსური დახმარების პირობას.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.   

„ვთხოვთ საზოგადოებას, გაითვალისწინოს, რომ ეს ანგარიში არის ყალბი და არ ეკუთვნის ქალბატონ ეკატერინე ხვედელიძეს. ასევე, აღნიშნული ყალბი ანგარიშიდან შეტყობინების მიღების შემთხვევაში, გთხოვთ გაუგზავნოთ კომპანია Meta-ს წერილი ანგარიშის გაუქმების შესახებ“, - აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.