
კლინიკა „გულის“დამფუძნებელი ანზორ მელია ეკატერინე ტიკარაძეს მადლობას უხდის. მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრს სამინისტროს ახალი პროგრამის გამო ტაშს იმსახურებს.
საუბარია 2.6 მილიონი ლარის ღირებულების პროექტზე, რომელიც კლინიკებისთვის კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების შესყიდვას და მათთვის უსასყიდლოდ გადაცემას გულისხმობს.
„ეკატერინე ტიკარაძეს ტაში ეკუთვნის ამ ნაწილში“, - ამბობს ანზორ მელია.
მისივე თქმით, 520-ე დადგენილებით გაწერილი ტარიფები იმდენად დაბალი იყო, რომ ნახევარ წელზე მეტია, რაც კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია მის კლინიკაში არ გაუკეთებიათ.