Digest Logo

„ელჭექი და ქარის გაძლიერება“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

1792413120
ამინდი - წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამის საათებიდან აღმოსავლეთ, ხოლო 21 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში, 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის ჩრდილო მთიან რაიონებში, ასევე შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობით.

მათვე ცნობით, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობითვე, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, გამოიწვიოს მდინარეებზე – ენგურზე, არაგვზე, ალაზანზე, იორსა და მათ შენაკადებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული მონაკვეთების დატბორვა (საფრთხის დონე საშუალო).

✕