Digest Logo

„ემოცია კაცმაც უნდა გამოხატოს და ქალმაც... მე პირადად ცრემლს არასდროს ვმალავ“ - რას ჰყვება აჩიკო ნიჟარაძე

1742548254
აჩიკო ნიჟრაძე

აჩიკო ნიჟარაძე ყველასთვის საყვარელი მომღერალია, რომელიც საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამჯერად გთავაზობთ ნიჟარაძის ინტერვიუს ჟურნალ „თბილისელებთან“, სადაც ოჯახსა და საქმიანობაზე ისაუბრა:

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

აჩიკო ნიჟარაძე: მინდა, იყოს მშვიდობა მთელს მსოფლიოში, ყველას უყვარდეს ერთმანეთი. ბევრს ვმოგზაურობდეთ, ბევრი თავგადასავალი გვქონდეს, ხშირად ვმართავდეთ კონცერტებს და ასე შემდეგ.

– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ?

აჩიკო ნიჟარაძე: ყოველთვის ვცდილობდი, არ ვყოფილიყავი იქ, სადაც მომიწევდა ისეთი საქმის კეთება, რომელიც არ მიყვარდა. ვცდილობდი და ვცდილობ, ის საქმე ვაკეთო, რაც მიყვარს და მსიამოვნებს.

– ემოციური ადამიანი ხართ?

აჩიკო ნიჟარაძე: ემოციური ნამდვილად ვარ. სხვისი გასაჭირი ჩემზე ძალიან მოქმედებს. მინდა, გარშემო ყველა ბედნიერი იყოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვარ მეც კარგად. სხვისი ცხოვრებითაც ვცხოვრობ. მეგობარი იქნება თუ თუნდაც სრულიად უცხო ადამიანი, ყველას ტკივილს საკუთარივით განვიცდი და მინდა, ყველა კარგად იყოს.

– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?

აჩიკო ნიჟარაძე: ვიტირე, როცა შვილი გამიჩნდა. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს. გული მქონდა აჩუყებული და ბედნიერების ცრემლებით ვტიროდი.

– ბევრი მამაკაცი მალავს ცრემლს...

აჩიკო ნიჟარაძე: მე არ მგონია, რომ აქ რამე დასამალია. მამაკაცი ადამიანია და ბუნებრივია, რომ ემოცია აქვს. მე მგონია, რომ ემოცია კაცმაც უნდა გამოხატოს და ქალმაც. მე პირადად ცრემლს არასდროს ვმალავ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არაჩვეულებრივად გამოიყურები...“ - სალომე ღვინიაშვილი მაროკოში მოგზაურობს

⭕ გარემოს ეროვნული სააგენტო - „23 მარტის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი“

⭕ „ოპერაცია დაიწყო...“ - განო მელითაური მანანა მენაბდის ჯანმრთელობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს