 
        
        მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და მომღერლის გათხოვების შესახებ არაერთი ჭორიც დადიოდა.
მომღერალი გადაცემის „პრაიმ შოუ“ სტუმარი იყო, სადაც კომფორტის ზონაზე ისაუბრა:
„ენერგიას ვიღებ მარტოობაში, ვიცლები ხალხმრავლობაში, ეს უფრო მართმევს ენერგიას და სულ ვცდილობ, გავიქცე სიტუაციებიდან.
მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, შემიძლია გავიცნო ახალი ადამიანები, ვიყო კონტაქტური, თუმცა თუ საკითხი მიდგება რომელია ჩემი კომფორტის ზონა - ჩემი ოთახი, ჩემი ძაღლები, მშვიდი მუსიკა, დაბალი შუქი და კომფორტი. შემიძლია რამდენიმე დღე ვიყო ოთახში და არ მიქმნის პრობლემას ადამიანებთან არ კონტაქტი“, - ამბობს თიკა ჯამბურია.
ასევე დაგაინტერესებთ:
