Digest Logo

🎥 „მენანება საკუთარი რესურსი, განწყობა მხოლოდ ჩემი თავისთვის... მარტო სახლში დარჩენა ერთი სრული დღეც არ შემიძლია“ - ლინდა ადამია

1761766158
ლინდა ადამია

მომღერალი ლინდა ადამია საზოგადოებისთვის ცნობილი წლების წინ გახდა, როცა მონაწილეობა მუსიკალურ პროექტ „X ფაქტორში“ მიიღო. მაშინ ლინდა 19 წლის იყო და სცენაზე ოთხი თვის ორსული გამოდიოდა, თუმცა ამას მისთვის წარმატების მიღწევაში ხელი არ შეუშლია.

მომღერალი ახლახან გადაცემის „პრაიმ შოუ“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარ ექსტრავერტობაზე ისაუბრა:

„მენანება საკუთარი რესურსი, განწყობა მხოლოდ ჩემი თავისთვის. აი, სახლში რომ დავჯდე ერთი სრული დღეც არ შემიძლია, რომ მარტო გავატარო. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც ილექება, გროვდება მთელი დღის განმავლობაში. 

საღამომდე სახლში რაღაცას გავაკეთებ, წავიკითხავ, ვუყურებ, მაგრამ საღამოს უკვე ტელეფონს ავიღებ და ვფიქრობ, რომელ მეგობართან წავიდე. 

მარტო თუ დავრჩი და ფიქრებს გავყვები, შემიძლია ჭიანჭველა სპილოდ ვაქციო, ამიტომ ამას გავურბივარ“, - ამბობს ლინდა ადამია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მიყვარს ძალიან ბევრი ლაპარაკი, შემიძლია გავათენო, პათოლოგია მჭირს“ - რას ამბობს გიორგი გასვიანი

„ვაკვირდები ადამიანებს და ვამჩნევ, რომ ზოგი მოსიარულე გვამია, სული მკვდარი აქვს, თვალები არაფრის მთქმელი“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი

„ჭო­რე­ბი ვრცელ­დე­ბა, ვინ რას წერს, ვინ რას ავ­რცე­ლებს... ძა­ლი­ან ცუ­დად მოქ­მე­დებს ოჯა­ხის წევ­რებ­ზე“ - რას ჰყვება ავარიის შედეგად დაშავებული გოგოს მამა