
საქართველოში დღეს გამართული არჩევნების ფონზე, ცნობილი ეზოტერიკოსი გოგა მანია ექსკლუზიურ ინტერვიუში „დაიჯესტთან“ უახლეს წინასწარმეტყველებას ასაჯაროებს და საზოგადოებას მშვიდობის სახელით, გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
„უმძიმესი ხილვა მქონდა. მე, როგორც ეზოტერიკოსი, ყველას ვურჩევ: თუ არ შევთანხმდებით ერთ პოზიციამდე, ეს მიგვიყვანს უბედურების პიკამდე. ქვეყანა ახლა კრიტიკულ ზღვარზეა, სადაც დაპირისპირებისა და პოლარიზაციის გაღრმავება შესაძლოა, ფატალური შედეგებით დასრულდეს: თუ არ დაწყნარდებიან, ეს მოიტანს უდიდეს უბედურებას. ძალიან შეძრწუნებული ვარ, ორად გაყოფილ საქართველოს რომ ვუყურებ. მე მტკივა თითოეული მხარის ტკივილი. ჩემთვის, როგორც ეზოტერიკოსისთვის, დღევანდელი მოვლენები უმძიმესი თემაა. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე ნანატრი წუთი დადგება, სადაც გაბრწყინდება და გაერთიანდება ჩვენი საქართველო.
ახლა კი ახალი ხილვის შესახებ მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია: იქნება შიდა ნგრევები, ვხედავ ბევრი მანქანის დაწვას, დაზიანებებს... ჟურნალისტები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ. ვხედავ სისხლის დაღვრას, ცალკეული ადამიანების დაპატიმრებას, რომელთა კავშირი არის იარაღთან და შენობების შესაძლო აფეთქებასთან. ამასთან ერთად - ძალიან ბევრი ოპოზიციური ლიდერის დაპატიმრებას. მათ დააკისრებენ დიდ ვალდებულებებს.
ძალიანაც არ მინდა, გამართლდეს ჩემი ადრინდელი წინასწარმეტყველება, სადაც ვამბობ, რომ „ვარდების მოედანი“ წითლად უნდა შეიღებოს. ნანუკა ჟორჟოლიანზე და ბატონ ბურჭულაძეზე ვხედავ - ისინი აღმოჩნდებიან იმ პარტიათა სიაში, რომელთა წევრებსაც დააკავებენ. ვურჩევ, არ გადააჭარბონ, რადგან ამას მოჰყვება შესაბამისი ცუდი შედეგები.
სიკეთე ჩემს ხალხს და სამშობლოს! მუდამ სიკეთით სავსე ქვეყანაში გვეცხოვროს“, - ამბობს გოგა მანია „დაიჯესტთან“ ინტერვიუში.