Digest Logo

ეროვნულ ბანკს გიორგი ბაქრაძეც ტოვებს

1695215041
გიორგი ბაქრაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე თანამდებობას ტოვებს.

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების გამოცემულ სანქციების ახალ პაკეტში, დასანქცირებულთა სიაში ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეც მოხვდა. მას აშშ ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური („ეფესბე“) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი ფარცხალაძის დასანქცირების ფონზე გამონაკლისი ბრძანება გამოსცა და მას ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.

სების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ ეროვნული ბანკის ორი ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს წევრები პაპუნა ლეჟავა და არჩილ მესტვირიშვილი თანამდებობიდან გადადგნენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ხელზე მოფერებით დაიწყო, გადავიდა ფეხზე. 20 წლით დიდი იყო ჩემზე. 13 წლის ვიყავი“ - ნანა ტომარაძის შოკის მომგვრელი ინტერვიუ

„ლანჩხუთს ღიმილიანი კეთილი ბიჭი აღარ ჰყავს... ეს ტკივილი ერთად უნდა ვაქციოთ სიძლიერედ“ - მარიამ ცქვიტინიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„ყველა გზა რომში მიდისო, მაგრამ ჩვენი გზა, საბედნიეროდ, ყოველთვის სამშობლოში ბრუნდება“ - გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად რომში იმოგზაურა

წყარო: bm.ge