Digest Logo

🎥 „ერთ-ერთ ტელევიზიას ეწერა - რიტუალი შესრულდა ცეცხლის გარდამოსვლისო... როგორ უნდა დაამცირონ ეს ყველაფერი...“ - მამა შალვა კეკელია

1714889206
შალვა კეკელია

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გარდმოსვლასთან დაკავშირებით და წმინდა ცეცხლის მნიშვნელობაზე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წირვის შემდეგ საუბრობს.

„ღვთაებრივი ცეცხლი ჩამობრძანდა ჩვენს ტაძარში საქართველოში. ამის მადლი, წყალობა ღმერთმა არ მოაკლოს ჩვენს ქვეყანას. საოცარია ეს ცეცხლი, საოცარი ძალის მქონეა, უდიდესი ძალა აქვს ამ ცეცხლს. ეს არის გადარჩენის სიმბოლო. ეს არის ნიშანი იმისა, როგორ დამარცხდა ეშმაკი. გული დამწყდა, ერთ-ერთ ტელევიზიას ეწერა, რომ რიტუალი შესრულდა ცეცხლის გარდამოსვლისო. როგორ უნდა დაამცირონ ეს ყველაფერი, ვერავინ ვერ ეღირსება ამის დამცირებას. ეს არის ღვთაებრივი ცეცხლი და ეს ცეცხლი ყველა ადამიანის ცოდვას დაწვავს და გაანადგურებს.. მაგრამ ვინც ამ ცეცხლის ქვეშ მოხვდება არა წმინდებით, მას გაანადგურებს და მოსპობს. ღმერთმა დაიფაროს ყველა. ეს არის ჩვენი ცოდვის განმწმენდელი, ეს არის ჩვენი სიხარული და ბედნიერება. ამ ცეცხლით ღმერთმა გაანათოს ჩვენი გულები და სულები“, - ამბობს ქადაგებისას მამა შალვა კეკელია.