ცნობილი წყვილი ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა დაქორწინდნენ, მათი სიყვარულის ისტორია გასულ შაბათს გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა.
როგორც უკრაინული გამოცემა წერს, ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცი დაკავებულია. ირაკლი მაქაცარია წლების განმავლობაში ცხოვრობდა უკრაინაში, სადაც დღემდე ძალიან პოპულარულია.
„ქორწილის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი შეყვარებულთა პირველი შეხვედრა იყო - როდესაც 20 წლის ლიზა მამამ ირაკლი მაქაცარიასთან მიიყვანა. ნეფემ ცრემლები ვერ შეიკავა და საყვარელი ქალის თვალწინ, თითქმის, ატირდა“, - ასე აღწერს უკრაინული გამოცემა ქართულ ქორწილს.
უკრაინული გამოცემა წერს, რომ ქორწილი ტრადიციების დაცვით ჩატარდა.
„ცალკე ველაპარაკე ლიზას მშობლებს, ვილაპარაკეთ ჩემს განზრახვაზე. მაგრამ ლიზამ არ იცოდა, საერთოდ არავინ იცოდა - არც ჩემმა ოჯახმა და არც მეგობრებმა“, - ამბობდა მაქაცარია დაქორწინებამდე.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🎥 „მოიტაცა გოგო“ - ჯანეტ ქერდიყოშვილის შვილი ირაკლი მაქაცარიას დისშვილთან დამეგობრდა
თინა კანდელაკის ფეშენებელური სახლები და მდიდრული ცხოვრება რუსეთში - ფოტოები
🎥 ბიბლიოთეკა, მდიდრული ავეჯი და ბაღი სახლში - დაათვალიერეთ მაია ასათიანის მდიდრული სახლი
წყარო: showbiz.24tv.ua