„კვირის ბოლომდე, გაიზრდება ატმოსფერული არასტაბილურობა, შესაბამისად, იქნება უფრო გაურკვეველი ამინდის პირობები და ტემპერატურის მორიგი და აშკარა ვარდნა, რაც პრაქტიკულად მოიცავს მთელ ქვეყანას“, - ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მეც დავიღალე, თქვენც დაიღალეთ ამდენი ღრუბლიანი დღით, მაგრამ აშკარაა, რომ მყარი და ხანგრძლივი ატმოსფერული სტაბილურობის დრო ჯერ არ დადგა გაზაფხულით, რომელიც ისევ გაგრძელდება უახლოეს დღეებშიც, რათა შემოგვთავაზოს ატმოსფერული არასტაბილურობისა და შესაბამისად, ტემპერატურის +18, +20 გრადუსამდე დაწევის სცენარები.
მიმდინარე კვირა საქართველოში კვლავ არასტაბილური იქნება, ძირითადად მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და ხანმოკლე წვიმა. ერთადერთი გამონაკლისი იქნება ხვალ, სამშაბათს მთელს ქვეყანაში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის და ზეგ მოსალოდნელია მხოლოდ მცირე წვიმა.
დანარჩენ დღეებში, კვირის ბოლომდე, გაიზრდება ატმოსფერული არასტაბილურობა, შესაბამისად, იქნება უფრო გაურკვეველი ამინდის პირობები და ტემპერატურის მორიგი და აშკარა ვარდნა, რაც პრაქტიკულად მოიცავს მთელ ქვეყანას.
შესაბამისად ხუთშაბათიდან, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი იქნება პერიოდულად წვიმიანი, დღის მაქსიმალური ტემპერატურა ყოველდღე თითქმის ერთნაირი და დაბალი +16, +18 გრადუსი სითბო.
გისურვებთ სასიამოვნო კვირას“, - წერს კობა ფარტენაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ქალღმერთი, ქალი კაშკაშა“ - ეკა კახიანის ახალმა ფოტოებმა საზოგადოება აალაპარაკა
🎥 „პანდემიის დროს მე ავშენდი, გადავიხადე 15 წლის წინანდელი ვალები...“ - ზურა შევარდნაძე
🎥 მამა-შვილის ემოციური შეხვედრა - რა კადრები ვრცელდება ნოე და საშკა სულაბერიძეებზე