Digest Logo

„ერთი წელი გავიარეთ და წარმოიდგინეთ, არც კი გვიჩხუბია…“ - რას ჰყვება მარიამ შენგელია რჩეულის შესახებ

1712310467
მარიამ შენგელია

მარიამ შენგელია ჟურნალ „სარკეს“ თავისი სიყვარულის ამბავზე ესაუბრება.

მომხიბვლელი მომღერალი აღნიშნავს, რომ მას მეორე ნახევარი ყველანაირად უგებს:

„აბსოლუტურად მომყვება ყველაფერში. ძალიან მოსწონს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, გვერდით მყოლოდა ადამიანი, რომელსაც არ მოეწონებოდა ჩემი პროფესია და საქმე“.

მარიამი დასძენს, რომ თავის საყვარელ მამაკაცთან ერთი კონფლიქტიც კი არ მოსვლია:

„ჩვენი სიყვარული ერთი წელია გრძელდება, ძალიან საინტერესო პერიოდი გავიარეთ. წარმოიდგინეთ, ჯერ არც კი გვიჩხუბია. ძალიან გაგებით და შეგნებით ვეკიდებით ყველაფერს. რა თქმა უნდა, ვკამათობთ, მაგრამ ჩხუბი, ბუტიაობები და დაშორებები არ გვქონია…“.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?

„მზეს ყოველთვის ღიმილი, კარგი განწყობა და ლამაზი ფოტო მოაქვს“ - სალომე ბაკურაძის ახალმა ფოტოებმა საზოგადოება აალაპარაკა

🎥 „მთავარია არ იზარმაცო, არ დაუწვე სიბერეს“ - რას ამბობს 77 წლის ჰენრი კუპრაშვილი

წყარო: fortuna.ge