Digest Logo

„ეს არის ჩემი პირადი ჯოჯოხეთი“ - ნიკა ქავთარაძის აღიარება

1650345167
ნიკა ქავთარაძე

იუმორისტი და სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“ მსახიობი ნიკა ქავთარაძე გადაცემა „ლელასთან“ აღიარა, რომ საკუთარი ხუმრობების გამო უნანია. მან ორი ასეთი შემთხვევა გაიხსენა, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„გვყავდა გელა ჩარკვიანი სტუმრად, მაშინ გელა იყო სააკაშვილის მრჩეველი. სულ მიშასთან ერთად იყო. სტერეოტიპი იყო, რომ მიშა დაცასაც კი ღლის, ისე ჩხარა დარბის. გელას ძალიან უშუალო ხუმრობით, ასაკს გავუსვით ხაზი, რომ მიშა დარბის და შენ რომ არ გაგიჭირდეს დაწევა, სამაკატკა ვაჩუქეთ. ადგა კაცი და რომ გაიარა უცებ აღვიქივი, რომ კოჭლია. უცებ ხუმრობა გახდა მაგაზე, რაზედაც მე არასოდეს ვიხუმრებ, როცა კაცს ფეხი სტკივა და იმას უთხრა აგერ შენ ბორბლები. ხუმრობა შეიძლება გახდეს სხვა რამე, რაზედაც არც გიფიქრია. კონტექსტი ეგ არის, როცა ხალხი გინდა გააცინო და ატკენ.

მნიშვნელოვანი სინანული, რაც არ მშორდება მაქვს ერთი, რაც არასდროს მითქვამს. ვნერვიულობ როცა ამაზე ვლაპარაკობ, ეს არის ჩემი პირადი ჯოჯოხეთი. მყავდა ერთი კლასელი, უსაყვარლესი შშმ ბიჭი, კლასში მის მანერას ბავშვები აქილიკებდნენ, მას ძალიან სწყინდა. ერთ მომენტში ბრბოს ნაწილი რომ იქცევი, მეს დავცინე, ცარციანი ბალიში ვესროლე. მთელი პრობლემა არის იმაში რომ, სკოლა რომ დავამთავრეთ ძალიან მალე გარდაიცვალა. წლების მერეც, როცა დედამისი და და მხვდებოდნენ, მახსენებდნენ რომ გიორგის ძალიან ვუყვარდი. კლასში ყველაზე მეტად ვუყვარდი. ძალიან ცუდად მხდის ეს ამბავი, მე ასეთი ტრავმა არ მაქვს ცხოვრებაში. მინდა ვუთხრა ყველას, შეიძლება იმ მომენტში სიგიჟე ჩავიდინოთ და ცხოვრება გაგვიფუჭდეს. მე ვერაფერს ვუშვები ამ სევდას. ჩემში არის დიდი ლოდი, კატასტროფული ამბავია“, – განაცხადა ნიკა ქავთარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „მორჩეს მაიმუნობა... ცოტა აზრზე მოდით!“ - ვის მიმართავს თაკო ჩარკვიანი

🔵„მწუხარებით გაცნობთ ჩვენი პატარა ბიჭის გარდაცვალებას, ეს ყველაზე დიდი ტკივილია, რომელიც შეიძლება მშობელმა გამოსცადოს“ - კრიშტიანუ რონალდუ

🔵„ვცხოვრობ დამოუკიდებლად სრულიად მარტო... მაქვს ბინა, მანქანა და ბიზნესი“- დაქორწინების სურვილის მქონე ქალბატონების საყურადღებოდ!