Digest Logo

„ეს არის ცრუ ინფორმაცია, ქართველები არავითარ დაჯგუფებას არ ჰყავს აყვანილი... ბებია კინაღამ ხელში ჩამაკვდა, შვილიშვილი რომ დაინახა“ - მექსიკის საზღვარზე მყოფი ერთ-ერთი ქართველის ნათესავი

1710679105
მექსიკის საზღვარი

„ქართველების ჯგუფი მექსიკის საზღვარზე არავითარ დაჯგუფებას არ ჰყავს აყვანილი, ეს არის ცრუ ინფორმაცია“ - ამის შესახებ Newshub.ge-ს მექსიკის საზღვარზე მყოფი იმ ერთ-ერთი ქართველის ნათესავმა განუცხადა, რომლის შესაძლო გატაცებასთან დაკავშირებითაც გუშინ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც რუსუდან კასრაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, აპირებს, იმ მედიასაშუალებას, რომელმაც ქართველების ჯგუფის ვიდეო გაავრცელა, სასამართლოში უჩივლოს.

„გუშინ ისეთები თქვეს „მთავარ არხზე“... ეს არის ცრუ ინფორმაცია. არავითარ დაჯგუფებას არ ჰყავს აყვანილი. არანაირი იარაღი და ცემა, რაც შუქდებოდა სიუჟეტებში, არ ყოფილა. ჯერ ერთი, „მთავარი არხისთვის“ ვაპირებ ჩივილს, რადგან ვიდეოში სახეები არ იყო დაფარული. ბებია კინაღამ ხელში ჩამაკვდა, შვილიშვილი რომ დაინახა. ასეთი რამე შეიძლება? ეს არის ანტიპიარი, რომ სახელმწიფო ვითომ არაფერს არ შვება, საცოდავები დატყვევებულები არიან და სახელმწიფოს ფეხებზე ჰკიდია. არც სახელმწიფო არ არის აქ არაფერ შუაში და არც არავინ. ასეთი ცრუ ინფორმაცია როგორ უნდა გაავრცელო, მით უმეტეს, სახე მაინც დაუფარე ადამიანურად, რომ ასეთ მდგომარეობაში არ ჩაგვაგდონ. ჩვენც ხომ ცოდოები ვართ. მაინც, ამხელა რისკზე არიან, მექსიკა მოგეხსენებათ, როგორი ქალაქია“, - ამბობს რუსუდან კასრაძე.

რუსუდან კასრაძის თქმით, მისი მაზლის ცოლი ერთ-ერთია იმ ქართველებს შორის, რომელთა გატაცების შესახებაც ინფორმაცია გავრცელდა, მასთან ტელეფონით კონტაქტობს და აქვს ინფორმაცია, რომ ქართველები კარგ პირობებში არიან.

„გამთენისაას ველაპარაკე ბოლოს. მითხრა, რომ არის მშვენივრად, საშხაპიდან გამოვედი, წყალი გადავივლე, კარგად ვარო. იმყოფება გადახურულ შენობაში, სადაც არის კონდიციონერები. მერე მომწერა 9-ის ნახევარზე და მითხრა - ჩვენთან ღამეა, არაფერზე არ ინერვიულოთ, კარგად ვართ, რომ გათენდება შემოგეხმიანებითო“, - იხსენებს რუსუდან კასრაძე.

მისი განმარტებით, რეალურად, ქართველების ჯგუფი მექსიკის საზღვარზე ხალხის დიდი ნაკადის გამო დააყოვნეს, სიცხეში რამდენიმე დღის გატარება ტრანსპორტში რომ არ მოუწიოთ.

„მითხრა, აქ იმიტომ ველოდებით, რომ ძალიან ცხელა და ამ სიცხეში არ გადავყავათ, რადგან გზებზე დიდი რიგებია, ძალიან ბევრი ხალხი მოაწყდა და 45 გრადუსში ქუჩაში რომ არ მოგვიწიოს ეს დღეები ლოდინი, ჯერჯერობით ვიქნებით ამ შენობაშიო. ვიდეოშიც სიტყვა „გაშვებას“ ამიტომ ახსენებენ. იქ მარ არ აქვთ მარტო გადაადგილების უფლება, რადგან ტრიალი მინდორია, გადასასვლელ პუნქტებზე რიგში დგანან და იმ რიგიდან გაშვებაზეა საუბარი. „მარშუტკებით“ რომ არ მოუწიოთ შუა მზეზე დგომა, როცა ცოტა განიტვირთება რიგები, მაშინ გააგრძელებენ გზას. დაახლოებით, ალბათ 2-3 დღე იქნებიან კიდევ, ჩემს აზრს გეუბნებით, ზუსტად არ ვიცი“, - ამბობს რუსუდან კასრაძე.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მექსიკის საზღვარზე 120 ადამიანი, მათ შორის, 30-მდე ქართველი გაიტაცეს და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვდნენ. ამ ინფორმაციასთან ერთად, ასევე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ქართველები ამბობენ, რომ თავს კარგად გრძნობენ და მათ „მალე გაუშვებენ“.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, „საელჩო დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს“. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ეს თემა სულ მაწუხებს და გავაჟღერებ, თუ შეიძლება...“ – რა გადახდა წლების წინ მაია დარსმელიძეს

🎥 „მექსიკის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა, „ტვ „პირველის“ სიუჟეტში უკანონოდ გამოიყენეს ჩემი საუბრის ჩანაწერი“ - ხათუნა ხმელიძე

⭕„გამოთქმა - „მეხის გავარდნას ჰგავდა სიკვდილი“ ახლა გავიგე ზუსტად რას ნიშნავს, შოკირებული ვარ...“ - დათო ლიკლიკაძე

წყარო: newshub.ge