Digest Logo

„ეს ეგომანიაკი - ხალხი იმიტომ გამოვიდა რომ მე ჩამოვედიო“ - თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

1646065404
მიხეილ სააკაშვილი და თამარ ჩერგოლეიშვიილ

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 28 თებერვალს ციხიდან გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება.

ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს უთავმოყვარეოს და ქვეყნის მტერს უწოდებს.

„ეს ეგომანიაკი - ხალხი იმიტომ გამოვიდა, რომ მე ჩამოვედიო. ეს უთავმოყვარეო ჯაყო! ეს ქვეყნის მტერი - ყველაფერს ხელს უშლის, თუ თვითონ პირველი არაა. ასე იპარავს და ითვისებს, და ხრწნის ყველაფერს. ვინც ამ ქვეყნის მტრობასა და გახრწნაში მონაწილეობს, იმას აშუქებენ! ვინც ამას ეწინააღმდეგება - არა. ასე რჩება ბიძინა მთავრობაში“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.