მომღერალ ირმა სოხაძემ მომავალი მეუღლე 16 წლის ასაკში გაიცნო. ეს ის პერიოდია, როდესაც ვარსკვლავური ბავშვობა ჰქონდა. როგორც მომღერალი ამბობს, ახალგაზრდობაში მას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. რას და როგორ ფიქრობდა ირმა სოხაძე სიყვარულზე - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ ისაუბრა.
„ეს იყო მართლა მეხის გავარდნა. ძალიან ბევრი და კარგი თაყვანისმცემელი მყავდა. არავის ერიდებოდა, გამოხატავდნენ სიყვარულს. მე არაფრის გაგონება არ მინდოდა, ტვინში მქონდა ჩადებული, რომ უნდა მესწავლა.
8-9 კლასამდე არავინ მომწონებია. რეზოს გაცნობა მოხდა „გეპეიში“. რომ შევედი, დავინახე კვარტეტი „თბილისი“ და რეზო იდგა ნაპირზე, მოკლე პალტო ეცვა და პირველივე დანახვაზე მომნუსხა. დავჯექი, ვუყურე, მოვუსმინე და შემდეგ გავიცანი.
არ ვიმჩნევდი რომ მომეწონა, ერთი წლის თავზე ის სიყვარულში გამომიტყდა. 19 წლის ასაკში გავყევი ცოლად“, - ამბობს ირმა სოხაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: