
ცნობილი მომღერალი დავით კენჭიაშვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში, მის სიმღერებს სოციალურ ქსელებში ნახევარ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.
იგი ამჯერად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც სიახლეებზე ისაუბრა.
როგორც მან განაცხადა, ქუთაისში კონცერტს გამართავს და ახლა სწორედ ამისთვის ემზადება.
„23 ივნისს, მესხიშვილის თეატრში, ქუთაისში ტარდება ჩემი სოლო კონცერტი მეგობრებთან ერთად. ვნერვიულობთ, რადგან ჩვენი ვიზიტი პირველია ქუთაისში და ვემზადებით დიდი პასუხისმგებლობით. იქნება პატარ-პატარა სიურპრიზები კოლაბორაციის სახით.
ეს კონცერტი ეძღვნება ყველას, დედასაც, დასაც, ძმასაც ყველას ვისაც სიყვარული და მოსმენა შეუძლია“, - ამბობს დათო კენჭიაშვილი.
მისი თქმით, რამდენიმე მუსიკას აკეთებს ელექტრონულ მუსიკასთან ერთად, რომლის მოსმენას მსმენელი სწორედ ამ კონცერტზე შეძლებს.
„ეს ახალგაზრდებს მისცემს იმის საშუალებას, რომ თქვან - აქვთ თავისი ქვეყნის ელექტრონული მუსიკა“, - ამბობს მომღერალი.
„ადანდალის“ შესრულება დათოს და მეგობრების მიერ ნახეთ აქ 👇
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სულ ასე უნდა ყოფნა, მეც მიკრული მყავს აქსესუარით“ - რა კადრებს აქვეყნებს ნანუკა გულუა
⭕„თავის დროზეც არ უნდა მესაუბრა...“ - რას ამბობს თათია შარანგია ყოფილ მეუღლეზე