ხაშური - ბორჯომის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე ნოზაძეს ტრაილერი დაეჯახა. მასთან ერთად კიდევ ერთი ახალგაზრდა იმყოფებოდა, რომელიც მძიმედ დაშავდა. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა.
„ამაზე დიდი საშინელება რაღა უნდა მომხდარიყო. შევესწარი, შოკში ვარ. საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს და გაიგეს, დაიღუპა, რაც იქ ხდებოდა... არ ვიცი, დიდხანს არ ამომივა თვალებიდან“, - წერს თვითმხილველი სოციალურ ქსელში.
„ეს რა დღე გაგვითენდა, შვილო. ასე როგორ გაგვწირა ღმერთმა. შენთან სიკვდილს რა უნდოდა, თოკე. სული და გული მტკივა. კიდევ ერთხელ გაიმარჯვა სიკვდილმა. როგორ შევეგუო ამ რეალობას. შენ მუდამ ჩემი პატარა თოკე იყავი და ასეთად დარჩები. ნათელში იყოს შენი სული, ჩემო გაუხარელო“.„თორნიკე, კარგი რა. წარმოუდგენელია“.
„არც კი ვიცი რა ვთქვა.. გული მეწვის ... ძალიან მიყვარხარ , ძალიან მენანები“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე გულისხმობს.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 „ეს არის ჯოჯოხეთი“ - ექსკლუზიური ინტერვიუ ლევან კბილაშვილის დედასთან