Digest Logo

„ეს რის­კე­ბი გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გვაქვს, ადრე თუ გვი­ან ვი­ღა­ცამ შე­იძ­ლე­ბა გვცე­მოს. რა­ღაც სტუ­დენტს არ მო­ე­წო­ნოს, ეგეც ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა“ - რა­მაზ ხო­მე­რი­კი

1655016205
რა­მაზ ხო­მე­რი­კი.

„მაგ­რამ პირ­და­პირ ვამ­ბობ, არა­ფე­რი ხე­ლის დარ­ტყმის მსგავ­სი არ იყო, უბ­რა­ლოდ წა­მათ­რი­ეს იქით­კენ, დამ­დეს კა­ლი­დო­რის ბო­ლო­ში“, - ამის შესახებ „ფორმულას“ თსუ-ს ასო­ცი­რე­ბუ­ლ პრო­ფე­სო­რმა რა­მაზ ხო­მე­რი­კმა განუცხადა და ის შემთხვევა გაიხსენა, როდესაც სტუდენტებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს აუდიტორიიდან.

„მე ხომ ვყო­ფილ­ვარ სტუ­დენ­ტი?! ჩემი პრო­ფე­სო­რე­ბიც მახ­სოვს, ვინ იყ­ვნენ, ერთი პრო­ფე­სო­რი ერთი კვი­რა და­დი­ო­და თვალ­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვით, სტუ­დენ­ტებ­მა სცე­მეს. ეტყო­ბა, ნი­შა­ნი არ და­უ­წე­რა. სა­დარ­ბა­ზო­ში დახ­ვდნენ და სცე­მეს.

მე­ო­რე პრო­ფე­სო­რი მახ­სოვს, ჩათ­ვლის წიგ­ნა­კე­ბი გვქონ­და, კაი დი­დე­ბი რა, მის­ცეს თა­ვი­ან­თი ჩათ­ვლის წიგ­ნა­კე­ბი (სტუ­დენ­ტებ­მა), ერთი ათი ცალი, ჩა­კე­ტეს თა­ვის ოთახ­ში, სა­ნამ აქ არ და­წე­რო ნიშ­ნებს, არ გა­მო­გიშ­ვებ­თო და ეძი­ნა ამ კაცს ჩათ­ვლის წიგ­ნა­კე­ბით მთე­ლი ღამე.

ასე რომ, ეს რის­კე­ბი გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გვაქვს, რომ ადრე თუ გვი­ან ვი­ღა­ცამ შე­იძ­ლე­ბა გვცე­მოს, რა­ღაც სტუ­დენტს არ მო­ე­წო­ნოს. ეგეც ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა - ვერ აუხ­სე­ნი რა­ღაც იმ სტუ­დენტს და ნუ არ შე­უძ­ლია, იმ­დე­ნი თავ­შე­კა­ვე­ბა არ აქვს, ახალ­გაზ­რდაა.

მაგ­რამ პირ­და­პირ ვამ­ბობ, არა­ფე­რი ხე­ლის დარ­ტყმის მსგავ­სი არ იყო, უბ­რა­ლოდ წა­მათ­რი­ეს იქით­კენ, დამ­დეს კა­ლი­დო­რის ბო­ლო­ში.

არა­ნა­ი­რი გა­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს, უნდა შე­ე­გუ­ონ ერთ რა­ღა­ცას, რომ გა­მოც­დე­ბი უნდა და­წე­რონ არა­დის­ტან­ცი­უ­რად, უნდა ჩა­ვიდ­ნენ რო­მე­ლი­მე სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში და და­წე­რონ იქ გა­მოც­და", - გაანაცხადა რა­მაზ ხო­მე­რი­კმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„დღეს გავიგე, რომ „მთავარის“ იუმორისტული პროექტები იხურება და ეს უნიჭიერესი ხალხიც უსამსახუროდ რჩება“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ნიკა ქავთარაძე

🔵„ძალიან ცნობილი ფეხბურთელები „მკერავენ”... ჩემი ოცნება ხარ, ვგიჟდები შენზეო” - რას ამბობს გია სურამელაშვილი

🎥 სახალისო ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელები დაიპყრო