26 ნოემბერს საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ კალათბურთელთა ნაკრებებს შორის ისტორიული მატჩი გაიმართა.
მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ გაიგო, რომ მას ბებია გარდაეცვალა.
საქართველომ საბერძნეთს სძლია და ეს გამარჯვება თორნიკე შენგელიამ ბებიას მიუძღვნა და სოციალურ ქსელში დაწერა:
„დიდება უფლის ძალას!
ეს შენთვის იყო ბებო“, - დაწერა თორნიკე შენგელიამ.
ცნობისთვის, 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 26 ნოემბერს, გასვლაზე საბერძნეთი 88-92 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა!
მატჩს საოცრად დრამატული დასასრული ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, საბოლოოდ ჯიკიჩის გუნდმა ოვერტაიმში მეტოქეს აჯობა და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ყველაზე მეტი ქულა მარკის რიდმა მოაგროვა — 31 წლის კალათბურთელმა 30 ქულა ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ მოხსნა და 3 პასიც მიითვალა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები 29 ნოემბერს პორტუგალიის წინააღმდეგ თბილისში გამართავს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ დუდა სანაძე – „ეს გამარჯვება თორნიკე შენგელიას ეკუთვნის“
⭕ რა იყო ქრისტეს მოსვლის მიზანი და რატომ ვერ იჯერებს ადამიანური ბუნება მაცხოვრის აღდგენას