მსახიობი გიორგი ყიფშიძე, რომელმაც ბიშკეკის ერთ-ერთ კლინიკაში ნარკოდამოკიდებულების სამკურნალო კურსები გაიარა, სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ მისი მკურნალობა დასრულდა და საქართველოში მოემგზავრება.
მკურნალობის შედეგებზე საუბრისას მსახიობი ამბობს, რომ ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის მეთოდი ამ კონკრეტულ კლინიკაში სრულყოფილია:
„ესეც ასე, დამთავრდა ჩემი ვოიაჟი. ყველაფერი დავასრულე, ახლა ტაქსის ველოდები, რომ აეროპორტში წამიყვანოს. კომპეტენტური ვარ იმაში, რაც გავიარე და რაც ჩემს ტყავზე გამოვცადე და მთელი სრული პაკეტი რომ მუშაობს ვიცი, შედეგი კი სახეზეა.
აქ ოთახში ცხოველივით კი არ გკეტავენ, აქ სეირნობ, გახვალ, გარემო ბევრ რამეზე მოქმედებს.
სიცოცხლის ფასი არაფერია, ვერ იტყვი რა ღირს ჩვენი სიცოცხლე, ძაან ძვირიც ღირს მგონი, ამიტომ წარმატებები“- ამბობს მსახიობი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 სალომე ღვინიაშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - „ლამაზ წყვილს ულამაზესი შვილებიც ჰყავს“
🎥 „დღეს გართულდება კომუნიკაცია“ - 26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან
🎥 ნუცა ბუზალაძემ საბერძნეთში აჭარული იცეკვა - ნახეთ როგორ ატარებს დროს მომღერალი