Digest Logo

ესპანეთი ევროპის ჩემპიონი გახდა

1720990702
ევროპის ჩემპიონი

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა. ეს, ამ ტურნირზე ერთი ქვეყნის მიერ მოპოვებული რეკორდული რაოდენობის ტიტულია. ესპანეთმა ევროპის ჩემპიონობა ოთხჯერ - 1964, 2008, 2012 და 2024 წლებში იზეიმა.

შეხვედრის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში ნიკო ვილიამსმა გახსნა ლამინ იამალის საგოლე გადაცემით.

შეხვედრის 72-ე წუთზე გათანაბრება შეცვლაზე გამოსულმა კოლ პალმერმა შეძლო, ხოლო 86-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალმა ესპანეთს მეორე გოლი მოუტანა.

დრამატული შეხვედრის მიწურულს, ინგლისს გათანაბრება შეეძლო, თუმცა, მომენტი უგოლოდ დასრულდა.