ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში ბელგია დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში 2010 წლის შემდეგ, პირველად გავიდა.
ლოს-ანჯელესში გამართული დაძაბული შეხვედრა ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მატჩის გმირად კვლავ მიკელ მერინო იქცა, რომელმაც 88-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს მერინოსთვის ზედიზედ მეორე მატჩია, რომელშიც სათადარიგოთა სკამიდან შესვლის შემდეგ, გადამწყვეტი ბურთის გატანა მოახერხა.
ესპანელთა შემადგენლობაში ანგარიში ფაბიან რუისმა 30-ე წუთზე გახსნა, რაზედაც ბელგიელებმა 41-ე წუთზე შარლ დე კეტელარეს გოლით უპასუხეს.
ცნობისთვის, ესპანეთი ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 2010 წელს, როდესაც ესპანელებმა ნახევარფინალის ბარიერი უკანასკნელად გადალახეს, მათ ტურნირის მოგება და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „უკეთ მუშაობს დიპლომატია“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕ დღეს, 11 ივლისს თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართება
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ივლისს საქართველოში
წყარო: newshub.ge