თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე, კომპანია „ნოვას“ საწარმოში აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, საწარმოს ეზოში, სავარაუდოდ, CO-ს რეზერვუარი აფეთქდა.
მომხდარის შედეგად საწყობის ნაწილი დაზიანდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აფეთქების ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფში, ადგილობრივი მცხოვრების მიერ ვრცელდება.