Digest Logo

🎥 „ფეხით სიარულიც კი უკვე ნიშნავს, რომ საკუთარ თავს კარგი გაუკეთე“: როგორ შევინარჩუნოთ მენტალური ჯანმრთელობა? ნათია ფანჯიკიძე

1792048296
ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე პოდკასტ „ბალანსის“ მე-20 ეპიზოდის სტუმარია. საუბრის მთავარი თემები შფოთვა, ნევროზს, დეპრესიასა და ემოციური მდგომარეობის მართვის გზებს შეეხეო. იგი ასევე განიხილავს, როგორ მოქმედებს თანამედროვე ცხოვრების სწრაფი ტემპი და ინფორმაციის უწყვეტი ნაკადი ჩვენს ფსიქიკაზე და  ყოველდღიური რა ჩვევები გვეხმარება მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

„სასურველი იქნებოდა, ადამიანმა იზრუნოს სხეულის გაძლიერებაზე, რომ სხეული იყოს უფრო გამძლე, ჯანსაღი და ამტანი. ამისთვის თუ იზრუნებს ადამიანი და არ დაიზარებს თუნდაც მცირე სეირნობას, ფეხით სიარულიც კი უკვე ნიშნავს, რომ საკუთარ თავს კარგი გაუკეთა. მიუხედავად იმისა, რომ გარემო ისეა მოწამლული გამონაბოლქვით, სამშენებლო მტვრით და კიდევ უარესი რაღაცებით, მაინც სასურველია ცოტა მოძრაობა, შედარებით უფრო გონიერი კვება.

ადამიანებმა შეძლონ იყვნენ საკუთარი თავი, არ ეშინოდეთ ზეგავლენის, ბულერი და მოძალადე ჯგუფების და საკუთარ თავთან კავშირი ჰქონდეთ, საკუთარ გრძნობებთან - როგორ გრძნობენ და არ ეშინოდეთ ამის გამოხატვის. ეს არ უნდა იყოს აგრესიული ან სხვის ჯინაზე გაკეთებული. არც სხვის ჯინაზე და არც სხვისი ხათრით - უბრალოდ, საკუთარ თავთან კონტაქტით: მე როგორ ვგრძნობ, მე როგორ ვფიქრობ, ჩემთვის რა არის უკეთესი, როგორ წარმომიდგენია. ეს უფრო გულწრფელი დიალოგი საკუთარ სურვილებთან და საჭიროებებთან, მე მგონი, ადამიანს ნელ-ნელა უფრო ბედნიერს გახდის.

ერთი არაბული ანდაზაა: „სულ მზიანი დღეები აჩენს უდაბნოს“. ჩემი აზრით, ეს გამოადგებათ ადამიანებს, რომლებსაც დღეს სტრესის, მცირედი აღელვებისა და დაბრკოლებების ეშინიათ. უნდა იცოდნენ, რომ წვიმებიც და ქარიშხლებიც საჭიროა ჩვენი განვითარებისთვის, წინსვლისთვის, პროგრესისა და გაძლიერებისთვის. დეგრადაციას იწვევს ის, რომ შენს ცხოვრებაში განცდები საერთოდ არ შემოდის.

მეორე ანდაზა, რომელიც ძალიან მიყვარს, ინდურია: „ბედი არის უღალატო შენს ოცნებებს“. რა თქმა უნდა, არსებობს რაღაც, რასაც იღბალს ვარქმევთ - წინასწარ განპირობებული გარემოებები. მაგალითად, დაიბადე გარკვეული ჯანმრთელობით, კონკრეტულ ოჯახში, კულტურასა და გარემოში. რაღაცები შენს კონტროლს მიღმაა და არავის უკითხავს შენთვის, მაგრამ არსებობს მეორე ნაწილიც: პატარა ნაბიჯებით უნდა იარო, მაგრამ იარო. მაშინ უკვე ნამდვილად შენც ხარ შენი ბედის შემქმნელი, თუკი არ მიატოვებ შენს ოცნებას და ნელა ივლი. ხან დაბრკოლდები და ვერ გააგრძელებ გზას, მაგრამ მერე ისევ უნდა დაბრუნდე, თუ ნამდვილად გინდა, რომ რაღაცამდე მიხვიდე“,- განმარტავს ნათია ფანჯიკიძე.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

✕