Digest Logo

„ფერადი მილედი იმ დღეს მოკვდა... მეუბნებოდა: დე, მერე რას იზამ. ეს მერე მის გარდაცვალებას ნიშნავდა...“ - დედა თინათინი

1668663427
დედა თინათინი

ბერი ანდრიას დედა, დედა თინათინი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში შვილის ავადმყოფობისა და გარდაცვალების შესახებ საუბრობს.

დედა თინათინმა დეტალურად აღწერა, თუ რა გრძნობა დაეუფლა, როდესაც გაიგო, რომ მისი შვილი მოკვდებოდა და როგორ გაიარა ეს მძიმე პერიოდი.

„ყველაზე მძიმედ გამახსენდება დიაგნოზი. ფერადი მილედი იმ დღეს მოკვდა. გავაანალიზე, რომ უდიდეს საშინელებასთან მქონდა ბრძოლა. მამა ანდრიას იმდენად მძიმე დიაგნოზი ჰქონდა, რომ მსოფლიოში ასეთი დაავადებით არავინ გადარჩენილა. მეუბნებოდა: დე, მერე რას იზამ. ეს მერე მის გარდაცვალებას ნიშნავდა. ვერ მოვითმინე და ვუთხარი, რომ მის გარეშე „მერე“ არ არსებობდა. დავიწყე ტირილი და მამა ანდრიამაც იტირა. მეუბნებოდა: „ბოდიში, როგორ დაგტანჯე, დე“. მარწმუნებდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ძალიან ბევრი და კარგი რამე უნდა ყოფილიყო. ასევე მითხრა, რომ ამქვეყნად იმდენი იტანჯა, გარდაცვალების შემდეგ დასვენება სურდა და მე თუ უფლის გმობაში ჩავვარდებოდი, სასუფეველში თვალებს ვერავის გაუსწორებდა და შერცხვებოდა. გარდაცვალებამდე წინა დღეებში მეუბნებოდა, რომ „დე, მე ხან იქით ვარ და ხან აქეთო“. ერთხელ ძალიან ლამაზად დამიხატა, რა იყო სამოთხე. „ჩაგივლის დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე“ – ამბობდა და აღნიშნავდა, რომ იქ მოხვედრას დამსახურება უნდოდა“, – ამბობს დედა თინათინი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ერთი ძალიან გავლენიანი ქალი მელაპარაკებოდა, წუწუნებდა ეკლესიებში შესაწირს აღარ იძლევიანო - ვამაყობ რომ ამაში ჩემი დიდი წვლილი დევს“ - დომენი მანგო

🔵„ამსტერდამში ტაქსის მძღოლი გვეკითხება, საიდან ხართო? ჩვენ ვუპასუხეთ საიდანაც ვიყავი...“ - რას ჰყვება სტეფანე მღებრიშვილი

🔵„დღეს სიყვარულის მმართველი პლანეტა მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადადის“ - რას უნდა ელოდოთ ამ ტრანზიტისგან