Digest Logo

„გაჭირვებული ოჯახიდან მოვდივარ...მინდა ჩემ ოჯახს ვაჩუქო ისეთი მომავალი, რომელიც მხოლოდ გიჟურ სიზმრებში წარმოუდგენიათ“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი

1764270974
ალექსანდრე ზაზარაშვილი

მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც 12 წლის ასაკიდან აშშ-ში ცხოვრობს, რამდენიმე საათის წინ საქართველოში ჩამოვიდა.

ახალგაზრდა მომღერალი ამჯერად სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც ცხოვრების ეტაპებსა და გაჭირვებულ პერიოდზე ისაუბრა;

„3 წლის ვიყავი როცა სიმღერა დავიწყე. როგორც კი რაიმე მუსიკას გავიგებდი, ეგრევე მქონდა რეაქცია. მაშინ „შუა ქალაქში“ გადიოდა ტელევიზორში და ძალიან მიყვარდა. სიმღერების კონცერტები რომ იყო იქ ყველაფერს ვყვებოდი და ვსწავლობდი. ერთხელ ჩემი დის მუსიკალურ კონცერტზე წამიყვანა დედამ, მეც ავყევი, იმდენად მოვეწონე მის მასწავლებელს მეც ამიყვანა. აქედან დაიწყო ჩემი მუსიკალური კარიერა.

ოჯახი ყველანაირად მიწყობდა ხელს. ჩემი სოფელი ძალიან მიყვარს, ამერიკაში რომ ვიყავი ვფიქრობდი, არასდროს წარმომედგინა ჩემი სოფლის გზა ასე თუ მომენატრებოდა. რაც შეეხება ჩემ ოჯახს, ნამდვილად არ მყავს მდიდარი მშობლები, გაჭირვებული ოჯახიდან მოვდივარ, თუმცა არასდროს მიგრძნია ეს გაჭირვება. ახლა რომ ვუყურებ იმ ეტაპებს უფრო ვაანალიზებ, როგორი გაჭირვება გვქონდა, თუმცა იმ მომენტში ამას ვერ ვამჩნევდი. იმდენად მოსიყვარულე და ერთად შეკრულ ოჯახში გავიზარდე, ამას ვერ ვამჩნევდი. ბებოს დავყავდი გადაღებებზე. დილის შვიდ საათზე გამოვდიოდით სოფლიდან და ღამის 12 საათზე მივდიოდით. ბევრჯერ ყოფილა ის მომენტი, როცა ამ ყველაფრისთვის ფული უსესხებია. სოფლის მაღაზიაში მუშაობდა მთელი დღე თორმეტ საათამდე, ჩემთვის რომ ხელი შეეწყო. იქვე მამეცადინებდა ხოლმე.

რამდენჯერ მქონია ისეთი მომენტი, როცა რაღაც მიყიდია და ეს ნივთი ჩემი ოცნება იყო. ამაზე ხშირად ვფიქრობ ახლა კი ჩვეულებრივი მომენტია. ეს ადრე დიდი ოცნება იყო. ღმერთის წყალობით შემიძლია. მინდა ჩემ ოჯახს ვაჩუქო ისეთი მომავალი, რომელიც მხოლოდ გიჟურ სიზმრებში წარმოუდგენიათ“, - აღნიშნა ალექსანდრე ზაზარაშვილმა.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე:

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ჰონკონგში მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში ხანძარს, ბოლო მონაცემებით, 83 ადამიანი ემსხვერპლა

⭕„ასწავლეთ პატარებს, რომ უყვარდეთ, ილოცონ“ - მამა გაბრიელის დარიგება მშობლებს

⭕თვის რომელ დღესა და რიცხვშია კარგი დიეტის დაცვა და მკურნალობის კურსის დაწყება