დედაქალაქის მერის კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორები სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ თბილისის მერმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს.
„ძალიან დიდ არაკომპეტენტურობასთან, დანაშაულთან და არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე. ჩვენ გვაქვს ჩვენი სამოქალაქო და მორალური პასუხისმგებლობა და სწორედ ამის ფარგლებში ვმოქმედებთ და ამიტომ ვდგავართ აქ. გვსურს, რომ მარიტა იყოს ამ ქვეყანაში სისტემის ბოლო მსხვერპლი“, - აცხადებს აქციის მონაწილე ნიკა ფარულავა „მთავართან“ საუბარში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 ლალი მოროშკინას ცეცხლოვანმა ცეკვამ სოციალური ქსელი დაიპყრო - ნახეთ კადრები