Digest Logo

🎥 „გადაღებულია მკვლელობის მომენტი, სადაც ჩანს...“ - შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

1684920578
მკვლელობა დიდუბეში

20 წლის შალვა ქაშაკაშვილი დამნაშავემ სისხლის გუბეში დატოვა და მიიმალა. შემზარავი დანაშაული წერეთლის გამზირზე, სოციალურ ქსელში გინების მოტივით, ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, telegram-ში დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, ერთმანეთისთვის უცნობი ორი ახალგაზრდა ერთმანეთს წერეთლის N140-თან შეხვდა. გარჩევას წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც 21 წლის მამაკაცმა შალვა ქაშაკაშვილს მუცელში დანა დაარტყა, იარაღი ჭრილობაში ჩატოვა და გაიქცა.

დანაშაულის ადგილს რამდენიმე სათვალთვალო კამერა უყურებს. "კურიერის" ინფორმაციით, გადაღებულია მკვლელობის მომენტი, სადაც ჩანს, ახალგაზრდების შეხვედრიდან რამდენიმე წამში, როგორ უსწორდება ცივი იარაღით სავარაუდო მკვლელი შალვა ქაშაკაშვილს. ჩანაწერები გამოძიებამ უკვე გამოითხოვა. ამოღებულია მკვლელობის იარაღიც. შემთხვევას არაერთი თვითმხილველი ჰყავს, რომლებიც გამოძიებამ უკვე გამოჰკითხა. მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულები ჰყვებიან, რომ დანაშაულის ფაქტიდან რამდენიმე წუთში, ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარება მივიდა. ექიმებს დაჭრილი ახალგაზრდა გონებადაკარგული დახვდათ. შალვა ქაშაკაშვილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ, მალევე გარდაიცვალა.

ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე აიყვანა. 21 წლის მამაკაცი ზაჰესის იზოლატორშია მოთავსებული. მას განზრახ მკვლელობის ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ. დაკავებული, ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას იყენებს. მოკლული ახალგაზრდა ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ, სახლში გადაასვენეს.

დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ, ბრალის წარდგენის შემდეგ იმსჯელებს. 21 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 10-15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„მოვეწონე და ერთ დღესაც, ცოლობის სანაცვლოდ, 500 ათასი დოლარი შემომთავაზა არაბმა შეიხმა“ - რას ჰყვება მაკა ხიზანიშვილი

🎥 ბაბი კირკიტაძე საფარის უდაბნოში აცეკვდა - „დაანთო ცეცხლი დაუვიწყარი“

🔵„ამ ხუთშაბათს და პარასკევს გარუჯვა არ შეიძლება“ - ასტროლოგის გაფრთხილება

წყარო: rustavi2.ge