Digest Logo

„გადახდილ 31 მილიონს ამართლებს“ - ესპანური მედია მიქაუტაძეზე

1759414429
გიორგი მიქაუტაძე

ესპანური გამოცემა Eldesmarque „იუვენტუსთან“ გიორგი მიქაუტაძის გოლს გამოეხმაურა და წერს, რომ ქართველი ფორვარდი ამართლებს იმ 31 მილიონს, რომელიც „ლიონს“ მის სანაცვლოდ „ვილიარეალს“ გადაუხადა.

„მიქაუტაძე „ვილიარეალის“ ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი გახდა ამ ზაფხულს. კლუბმა, რომლის ხელმძღვანელიც ფერნანდო როიგია, თავდამსხმელის შესაძენად 31 მილიონი ევრო გადაიხადა, რომელიც გასულ სეზონში „ლიონში“ თამაშობდა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი დებიუტი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ „მეტროპოლიტანოს“ სტადიონზე შესანიშნავი არ იყო, როგორც ჩანს, ეს მას ადაპტაციაში დაეხმარა, რადგან მას შემდეგ ძალიან მაღალი დონე აჩვენა.

მან თავისი გოლების სია „ოსასუნას“ წინააღმდეგ გახსნა, ხოლო გასულ სამშაბათს, „სევილიას“ წინააღმდეგ, 21 წუთის განმავლობაში ითამაშა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„იუვენტუსის“ წინააღმდეგ მაღალი ხარისხი აჩვენა, ამიტომ, როგორც ჩანს, ის იწყებს იმ ფასის გამართლებას, რაც მის სანაცვლოდ გადაიხადეს“, - წერს Eldesmarque.