Digest Logo

„გადარუსების პროცესში მტერი ნელი ნაბიჯებით ჩაანაცვლებს ქართველი ხალხის ადგილს. ეს პროცესი უკვე შუამდეა მისული“- რას წერს დომენიკ მანგო

1689425621
დომენიკ მანგო

სამოქალაქო აქტივისტი, კუკური ბარამიძე, იგივე დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ რუსები ნელი ნაბიჯებით ჩაანაცვლებს ქართველი ხალხის ადგილს. 

„რატომ ითხოვთ ამ გადარუსების პროცესში ქართულ ენაზე მეტყველებას? რა მნიშვნელობა აქვს მტერი რა ენაზე დაგელაპარაკებათ?

ის მტერია!

და ნელი ნაბიჯებით ჩაანაცვლებს ქართველი ხალხის ადგილს. ეს პროცესი უკვე შუამდეა მისული, უკვე აქეთ ითხოვენ რუსული ენის ცოდნას ბარებში და კაფეებში.

ყლაპე ერო! დრო მიეცი, რომ უფრო მალე მოგდრიკოს და გადაგჯეგოს - რომ უფრო მალე წაგაქციოს და ზედ დააშენოს რუსეთის გუბერნია.

“ყოვლად მთმენი ვით ჯორ-ცხენი, ნახედნი და ღონიერი” - ილია.“- წერს დომენიკ მანგო.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „5 დღე იყო დაკარგული, ვლოცულობდი ცხედარი მაინც მეპოვა.. ბულვარის ბოლოში ვიპოვეთ გარდაცვლილი..." - ლაშა ღლონტი მამაზე

🎥 „მოხუცი მიემართება გაურკვეველი მიმართულებით... ისე გამოვიდა, რომ იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალება“ - ლაშა ღლონტი მამაზე

🎥 „აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი გვყავს, მუსიკალურად რიტმს ააყოლა ხელი, მეტყველება უჭირდა და გახსნა“ - ლაშა ღლონტი