მის იმერეთი 93, მის საქართველო 1994 - ტიტულების მფლობელი ლედი ხვინგია გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო, სადაც მან წარსულზე ისაუბრა და მისი კარიერის პირველი ნაბიჯები გაიხსენა.
მოდელი ახლაც არაჩვეულებრივად გამოიყურება.
„მაშინ როცა ვასპარეზობდი, საქართველოში სილამაზის კონკურსები ახალი ხილი იყო, დედის სახით კარგი მხარდამჭერი მყავდა, მაგრამ მამა ტრადიციული ოჯახიდან მყავდა, თუმცა მას შემდეგ რაც მის იმერეთი გავხდი, თბილისში ასპარეზობისთვისაც მარტივად წამოვედი.
განსხვავებით ახლანდელი კონკურსანტებისგან, მაშინ ჩვენი მოსაგვარებელი იყო კოსტიუმები, მაკიაჟი, ვარცხნილობა.
კაბებს მხოლოდ მე და დედა ვარჩევდით გარდერობიდან. 1993 წელს განებივრებული პრიზებით არ ვიყავით, 20 000 კუპონი გადმომცეს, მაგრამ აფხაზეთში დაღუპულ მებრძოლთა ფონდში თანხის ნახევარი გადავრიცხე“, - ამბობს ლედი ხვინგია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„უსაყვარლესი ოჯახი, იხარეთ“ - გიორგი ძოწენიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
⭕„ჩვენი გაქცეული პრინცესა“ - შორენა ბეგაშვილი უახლეს კადრებს გვიზიარებს
🎥 „ჩემო საქართველოვ, ბევრი ნუცა მისურვებია“ - ოტია იოსელიანის რძალი ახალ ვიდეოს აქვეყნებს