Digest Logo

🎥 გაიცანით მასწავლებელი, რომელიც სკოლამდე მისასვლელ გზას კვადროთი გადის - „თავიდან 2 წელი ფეხით დავდიოდი, ეს კი გაუსაძლისი იყო“

1773392012
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც სკოლამდე მისასვლელ გზას კვადროთი გადის

გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადამღებმა გუნდმა ახალგაზრდა მასწავლებლის შესახებ მოამზადა სიუჟეტი, რომელიც სკოლამდე მისასვლელ გზას კვადროთი გადის.

ქრისტინე გაბრიჭიძე დაწყებითი კლასის მასწავლებელია და ცაგერის რაიონში ასწავლის.

„იყო ხალხისგან გაკვირვება, კვადროთი მასწავლებელი როგორ ივლიდა. იმ ყველა სირთულეს, რასაც ვუმკლავდები და მაინც მოვდივარ სკოლაში, ეს არის ჩემი პროფესიის სიყვარული.

ძალიან მიჭირდა სიარული დასაწყისში, მეშინოდა, გარეული ცხოველი არ შემხვედროდა, ახლა კი მივეჩვიე გარემო პირობებს. 

მიყვარს ბავშვებთან კომუნიკაცია და ეს პროფესია.

თავიდან 2 წელი ფეხით დავდიოდი, ეს კი გაუსაძლისი იყო. მანქანა ამ გზას ვერ გაუძლებდა და გადავწყვიტე, კვადროციკლის ყიდვა“, - ამბობს ქრისტინე გაბრიჭიძე. 

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕20 მარტს გაზაფხულის ბუნიობაა - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდოთ და რასთან უნდა იყოთ ფრთხილად

🎥 ამ პროდუქტების გაცხელება არ შეიძლება! - რა უნდა გავითვალისწინოთ საკვების მიღებამდე

⭕„არ დაკავდეთ სარისკო საქმეებით და ექსტრემალური სპორტის სახეობით“ - 13 მარტის მეტაფიზიკური პროგნოზი