
მამისთვის შერჩეული მეუღლე. დედობილი, რომელმაც სტერეოტიპები დაანგრია და საუკეთესო მეგობრად იქცა - გადაცემაში „დღის პოსტი“ სოფო ბუცხრიკიძე და მარიამ ბეგლარიშვილი იმყოფებოდნენ, სადაც საკუთარი ამბავი საზოგადოებას გაუზიარეს:
„მარი იყო ჩვენი მეზობელი და არც ერთო ოჯახის წევრი არ ვიცნობდით მას. გარდა იმისა, რომ იგი არის ძალიან კარგი მუსიკოსი, ასევე კარგად ერკვევა კოსმეტოლოგიაში. ჩემმა მეგობარმა გამაცნო და დაგვაკავშირა. აღმოვაჩინეთ რომ საერთო ენაზე ვსაუბრობდით, მუსიკამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა. ძალიან დავმეგობრდით. სახლში რომ ვბრუნდებოდი ხოლმე, აღფრთოვანებით აღვნიშნავდი ხოლმე მარიზე. შემდეგ გაიცნო მამაჩემმაც და ძალიან მალე დაახლოვდნენ“, - გაიხსენა სოფო ბუცხრიკიძემ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: