Digest Logo

„გამარჯვების გზებზე გევლოთ“ - ტორონტოში წალენჯიხელმა ბიჭებმა ნიკოს სახელობის საფეხბურთო გუნდი FC NIKO შექმნეს

1707641285
ნიკო კვარაცხელია

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წალენჯიხელმა ბიჭებმა, კანადაში, ქალაქ ტორონტოში 2021 წლის 15 სექტემბერს მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას სახელობის საფეხბურთო გუნდი შექმნეს.

გუნდის სახელია FC NIKO.

აღნიშნულ ფაქტს „ფეისბუკზე“ ნიკოს დედა იზა ომაძე ეხმაურება. 

„საოცარი ადამიანები, როგორი ემოციურია. წარმატებები, საუკეთესო ადამიანები გვყავს ემიგრაციაში, წალენჯიხა forever. ძალიან ემოციურია.

გამარჯვების გზებზე გევლოთ,“ – წერს იზა ომაძე.