28 აგვისტოს ე.წ. „ჩრდილების კორიდორი“ იხურება - ამის შესახებ ტრენერი, პროგრამის „რეთრითი“ ხელმძღვანელი, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას სულიერ ტრანსფორმაციაში ეხმარება, ლევან მათითაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანების ახალ ტალღაზე, სიხშირეზე გადასვლა დაიწყო:
„ხვალ დილით, 28 აგვისტოს 07:00-ზე, იხურება ე.წ. ჩრდილების კორიდორი. ეს იმას ნიშნავს, რომ გვაქვს შანსი ყველა ჩვენი ძველი კარმა ჩავხუროთ.
მაგ დროს მნიშვნელოვანი არის ვიმეოროთ ეს ფრაზები:
- მე ვარ ყოჩაღი და ყველაფერი გამომდის.
- ყველაფერს ვუშვებ, რასაც ჩემი ძალა მიაქვს.
წარმატებებს გისურვებთ.
ორ ნაწილად დაიყოფა ადამიანები - ღრმა ძილის მდგომარეობით, სისტემაში მყოფები, შიშებით, წყენებით, ბრაზებით წარსულზე მიჯაჭვულები, ვითომ ძიებაში მყოფები
და მეორე - გამოღვიძებული, სპონტანურად და ლაღად მომენტში მყოფები.
მაგის დანახვას და გარჩევას შეძლებენ სისტემის მიღმა მყოფი ადამიანები მხოლოდ.
სისტემა თავის თავს ვერ ხედავს.
(შენ, რომ გძინავს და სიზმარს ხედავ, მაგ დროს შენს სხეულს ვერ ხედავ)“,- წერს ლევან მათითაშვილი.
