Digest Logo

„გამოიჩინეთ სიფრთხილე... უამინდობის ფონზე იზრდება სხვადასხვა სტიქიური პროცესის განვითარების რისკი“ - მეტეოროლოგის მიმართვა

1782417875
ამინდი ამინდი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე, სოციალურ ქსელში, საქართველოში უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

„27-28 ივნისს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. დასავლეთ საქართველოში ადგილობრივად ძლიერი ნალექია ნავარაუდევი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც.

ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია შტორმული სიტუაცია.

უამინდობის ფონზე იზრდება სხვადასხვა სტიქიური პროცესის განვითარების რისკი, მათ შორის მდინარეებზე წყლის დონის მატების, მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურების შესაძლებლობა.

გაითვალისწინეთ შესაბამისი რეკომენდაციები, გამოიჩინეთ სიფრთხილე და თვალყური ადევნეთ პროგნოზის ოფიციალურ წყაროებს“, - წერს მეტეოროლოგი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„კარგია ცხოვრება ტელევიზიის გარეშე“ – რას ჰყვება ნანიკო ხაზარაძე ბოლო ეთერზე, რომელიც ვერ შედგა

⭕რა შემთხვევაში იქცევა პურის ნაჭერი ღამის კოშმარად და რატომ არ უნდა დაჭრათ ახალგამომცხვარი პური დაბინდების შემდეგ

🎥 რუსკა ქარქაშაძე გოგონას დედა გახდა - რა დაარქვეს პატარას?