Digest Logo

„გამსინჯეს და ძალიან რთული დიაგნოზი დამისვეს! თვალი რომ გადამერჩინა სიმსივნისგან ქიმიები უნდა გამეკეთებინა“ - ჯამლეტ ხუხაშვილის ბოლო ინტერვიუ

1680698554
ჯამლეტ ხუხაშვილი

ქართველი ჟურნალისტი და კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

👉ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა

როგორც თავად ხუხაშვილი გამოცემა „თბილისელებთან“ საუბრისას ამბობდა, მკურნალობის კურსი ისრაელში გაიარა.

🎥 „საოცარი პიროვნება ხარ და ძალიან მიყვარხარ!“ - რა უთხრა გარდაცვალებამდე ბიძინა ივანიშვილმა ჯამლეტ ხუხაშვილს

„მარცხენა თვალზე შემექმნა პრობლემები. გამსინჯეს და ძალიან რთული დიაგნოზი დამისვეს – ეს არის ლიმფომა თვალის ფსკერზე, რაც უიშვიათესი შემთხვევაა. საქართველოში ამ დაავადების სტატისტიკა საერთოდ არ არსებობს. ამიტომ, ექიმმა მითხრა: „ბატონო ჯამლეტ, სასწრაფოდ უნდა გაემგზავრო ისრაელში და იქ იმკურნალოთო“.

ჩემი სიძე ისრაელში მუშაობს, ჩემი გოგოც, ერთ საავადმყოფოში არიან. აღმოჩნდა, რომ თვალი რომ გადამერჩინა ამ სიმსივნისგან, სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი. ფაქტობრივად, მთელი წლის მკურნალობა ისრაელში გავიარე. თვალის ფსკერზე 25 ქიმია გამიკეთეს, ეს მთელი წლის კურსია. ამ 25-მა ქიმიამ, რომელიც ნემსით შემიყვანეს თვალში, თავისი საქმე გააკეთა.

მერე ორი ათასი ფოტო გადაიღეს, ყველანაირი გამოკვლევა ჩამიტარეს და ნახეს, რომ სიმსივნური სივრცე შეკუმშული იყო. ანუ, ქიმიამ სიმსივნური სივრცე უკუაქცია. მაგრამ მერე მცირეოდენი გაუგებრობა წარმოიშვა და ისევ ქიმიაზე გადავიდნენ. ისევ მიხედეს და მოუარეს. ყველაფერი უმაღლესი რანგის ექიმებმა გამიკეთეს. ისრაელში უძლიერესი ექიმის პროტოკოლით ვმკურნალობდი, რომ პროცესი ბოლომდე მიმეყვანა. ახლა უკვე აქ, თბილისში ვაგრძელებ მკურნალობას“, - ამბობდა ხუხაშვილი.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ძაან ბევრი ფული წავაგე და 5 000 კაცი დამადგა ახლა...“ - ნინუცა მაყაშვილის უცნაური ზარი რუსკა მაყაშვილთან

🎥 „კარგი წყვილი იქნებოდით“ - ანრი ჯოხაძის და ბაბი კირკიტაძის ვიდეო, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა

🔘„მერე რა რომ 60 წლის ვარ“ - დალი ჩიტალაძის ფოტოები