Digest Logo

🎥 „განწყობით დავიკელი 12 კილო, ჭამისთვის არ მომიკლია...“ - რას ჰყვება თამარ ალადაშვილი

1764769503
თამარ ალადაშვილი

მომღერალი თამარ ალადაშვილი სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც კარიერასა და ცხოვრების სტილზე ისაუბრა.

„სცენაზე ვცდილობ, რომ განსხვავებული ვიყო. ამერიკაში მქონდა ორი სოლო კონცერტი, სადაც სამი სხვადასხვა კაბა მეცვა. მსმენელი მოდიოდა ჩემთან და მადლობას მიხდიდა, რადგან არ ვართ ამით განებივრებულები. იქ აცვიათ ჯინსები და პერანგები. სცენას თავისი სტილი და კულტურა აქვს. ერთი სოლო კონცერტი მქონდა ფილადელფიაში, მეორე, ნიუ-იორკში. ორივე კონცერტი იყო სრული ანშლაგით. მომიწია ასე, რომ სოლო კარიერა დამეწყო.

ჩემი ქადაგება ყოველთვის სიყვარულს უკავშირდება. თუ არ გიყვარს, არც ფორმა გინდა, არც წონა და არც სილამაზე. კარგი ჭამა და მოლხენა მიყვარს, არასდროს არ ვამბობ არაფერზე უარს. უბრალოდ, ფსიქოლოგიური განწყობა მაქვს ასეთი, რომ არ უნდა მოვიმატო და არ ვიმატებ. მქონდა წონის პრობლემა 22 წლის ასაკამდე და ორი წელი ვებრძოდი, რომ სცენაზე არ ვყოფილიყავი ასე. როცა გადავწყვიტე წონაში დაკლება, დიდად ჭამისთვის არ მომიკლია.

ვარჯიშისა და სწორი განწყობის წყალობით, 12 კილო დავიკელი. მე დიეტები არ დამჭირვებია, არც მაშინ და არც ახლა. ვჭამ ძალიან გემრიელად. ყველაზე კარგად გამომდის გუფთა და მაწვნის წვნიანი. ჩაქაფულიდან დაწყებული, ყველაფერს ვაკეთებ“, - ამბობს თამარ ალადაშვილი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „უფრო მეტი სტუმარი გვყავს, ვიდრე ველოდი, ძალიან მიხარია...“ - თამო ვაშალომიძის მორიგი კადრები აშშ-დან

2026 წლის სრული ასტროლოგიური პორტრეტი კუროებისთვის - „ქარიშხალი გადაივლის და თქვენ აღმოჩნდებით ახალ მიწაზე, სადაც უნდა ააშენოთ თქვენი ციხესიმაგრე“

„სადაც ქრისტე არ არის შენს ქმედებაში, აზრში, სიტყვაში, ყოფაში - შენთვის ის წამი დაკარგულია, წამმზომი ჩართულია“ - თეოდორე გიგნაძე