აწ გარდაცვლილი მომღერლის ლევან კბილაშვილის მამა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მომღერლის და, სალომე კბილაშვილი ავრცელებს:
„წავიდა ჩემი მამიკო მონატრებულ შვილთან, ვეღარ გაუძლო გულმა და გაჩერდა“, - წერს სალომე კბილაშვილი.
ოჯახის წევრები ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ აწ გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
„სულ ცოტა ხნის წინ საავადმყოფოდან გამოგვწერეს.
გზაში ტელეფონმა დამირეკა. ზარად ლევანიკოს სიმღერა მაქვს დაყენებული. მამამ გაიგონა ეგონა, ჩართული მქონდა და მთხოვა, ხმისთვის ამეწია.
იმდენად ცუდად იყო, რომ ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ უხსენებია ლევანიკო. და ახლა, სწორედ ახლა, მისი სიმღერის მოსმენა მოინდომა.
უფალო, მიეცი ჯანმრთელობა რომ დიდხანს, ყოველ დილით, თავისი ხელით აუნთოს სანთელი ჩვენს მფარველ ანგელოზს“, - წერდა სალომე კბილაშვილი.
ცნობისთვის, 2023 წლის 21 ივნისს ქართველი მომღერალი, ლევან კბილაშვილი მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველა მის ახლობელს, გულშემატკივარს და ქართულ საზოგადოებას თავზარი დასცა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ტკბილეულები ერთი წლის დაძველებით“ - თეონა ცირამუას ტყუპები იუბილარები არიან
⭕ „საუკეთესოა, გააკეთოთ დილით ან საღამოს...“ - მარტივი პრაქტიკა სამშაბათისთვის თაკო მელიქიშვილისგან