47 წლის ასაკში გარდაიცვალა გორელი სპორტსმენი ნიკოლოზ ბიბილაშვილი.
ინფორმაციას გორის სპორტის სააგენტო ავრცელებს.
ნიკოლოზ ბიბილაშვილი 2000 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. მანამდე, 1999 წელს იყო ევროპის ვიცე-ჩემპიონი. 1999 წელს, ასევე, მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ახალგაზრდებში.
„იყო ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში (ორივე - 1999 წელი), დიდებში - 2000 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი, იყო აგრეთვე, ევროპის ვიცე-ჩემპიონი (1999) და სამგზის (2002, 2003, 2004) ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიოს ჩემპიონატებზე დიდებში კი, სამჯერ ფლობდა ბრინჯაოს მედალს (1998, 1999, 2000)“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ხელსაყრელია დაგეგმვა, პაემანი, შეხვედრები...“ - 21 ნოემბრის ფენშუის მიხედვით